პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთიდან პარლამენტის სამივე დეპუტატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა ხმაურის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ. რუსულ კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა. პარლამენტის 76 დეპუტატს შორის იყო სამცხე-ჯავახეთის სამივე დეპუტატი: ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ანტონ ობოლაშვილი - სამცხის მაჟორიტარი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში. სამველ მანუკიანი კი ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატი. რაც შეეხება სუმბატ კიურეღიანს. ის ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, პროპორციული სიით შევიდა. 



გთავაზობთ იმ დეპუტატების სიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონპროექტს:

გიორგი ამილახვარი;
გია ბენაშვილი;
ირაკლი ბერაია;
ირაკლი (დაჩი) ბერაია;
რამინა ბერაძე;
მაია ბითაძე;
ანზორ ბოლქვაძე;
ელისო ბოლქვაძე;
მაკა ბოჭორიშვილი;
ბექა დავითულიანი;
ალექსანდრე დალაქიშვილი;
ზაურ დარგალი;
ისკო დასენი;
ზაალ დუგლაძე;
გოჩა ენუქიძე;
გიორგი ვოლსკი;
ირმა ზავრადაშვილი;
ირაკლი ზარქუა;
არჩილ თალაკვაძე;
ედიშერ თოლორაია;
ფრიდინ ინჯია;
რატი იონათამიშვილი;
დავით კაჭარავა;
ლადო კახაძე;
გიორგი კახიანი;
კახა კახიშვილი;
პაატა კვიჟინაძე;
ბაია კვიციანი;
სუმბატ კიურეღიანი;
ირაკლი კობახიძე;
ლევან კობიაშვილი;
რესან კონცელიძე;
მარიამ ლაშხი;
ლომინაძე ზაზა;
მათიკაშვილი დავით;
მანუკიანი სამველ;
მაჭარაშვილი გურამ;
მგალობლიშვილი ლევან;
მდინარაძე მამუკა;
მეზურნიშვილი ირაკლი;
მენაღარიშვილი მაია;
მეშველიანი გოგი;
მირზოევი სავალან;
მიქანაძე გივი;
მიქელაძე ზაალ;
ობოლაშვილი ანტონ;
ოდიშარია ბექა;
ოხანაშვილი ანრი;
პაპუაშვილი შალვა;
სამხარაული გელა;
სამხარაძე დიმიტრი;
სამხარაძე ნიკოლოზ;
სანიკიძე ვიქტორ;
სარჯველაძე მიხეილ;
სეფაშვილი ეკა;
სონღულაშვილი დავით;
სოზარ სუბარი;
ალექსანდრე ტაბატაძე;
ნოდარ ტურძელაძე;
ქადაგიშვილი ირაკლი;
ქარუმიძე ლევან;
ღუდუშაული ალუდა;
ყაველაშვილი მიხეილ;
შატაკიშვილი ირაკლი;
ჩანქსელიანი გოდერძი;
ჩიგოგიძე ვასილ;
ჩიქოვანი ირაკლი;
ცაგარეიშვილი გიორგი;
წაქაძე ბეჟან;
წილოსანი ნინო;
წილოსანი ხატია;
წაწავა გრეტა;
ჭიჭინაძე გივი;
ხაბარელი შოთა;
ხუნდაძე დიმიტრი;
ვიქტორ ჯაფარიძე.


საქართველოს პარლამენტის პლენარულმა სხდომაზე დღეს, 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.


„ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინირაძე ირწმუნებოდა, რომ ამ კანონპროექტებს ხუთშაბათს, 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მან დღეს თავად შესთავაზა პარლამენტს, რომ კანონპროექტები დღესვე განეხილათ:

„თავდაცვის კოდექსისთვის გვქონდა დღევანდელი დღე, მაგრამ ვერ მოესწრო და კომიტეტს გადაუწყვეტია, არ განიხილონ. ამიტომ გთავაზობთ, რომ დავიწყოთ განხილვა აგენტების ამერიკული კანონის და გავაგრძელოთ ხუთშაბათს“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ქართული ოცნების“ წევრებმა რუსული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა მას შემდეგ დააანონსა, რაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო დაიშალა. ამის მიუხედავად, ასობით მოქალაქე პარლამენტის უკან კვლავ შეიკრიბა.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღება ნიშნავს პრინციპების დონეზე მის მიღებას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ კანონს მაინც მიიღებენ მიუხედავად იმისა, თუ რა შეფასებას გააკეთებს ვენეციის კომისია.

დღევანდელ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” თემაზე მომზადებული 2 კანონპროექტიდან მხოლოდ ერთი განიხილეს და მიიღეს. მეორეს სავარაუდოდ ხუთშაბათს მიიღებენ და ვენეციის კომისიაში მასაც გადაგზავნიან.

უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

კანონპროექტების მიღებისთვის აუცილებელია, რომ პარლამენტმა პლენარული სხდომის მესამე მოსმენაზეც დაუჭიროს მას მხარი.

კანონპროექტს აქტიურად აკრიტიკებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. პრეზიდენტი ამბობს, რომ “აგენტებზე” კანონს ვეტოს დაადებს. ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, შესაბამისად, მმართველი გუნდს შეუძლია ვეტოს დაძლიოს.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბრატისლავაში, გლობალური
უსაფრთხოების ფორუმზე ერთ-ერთი დისკუსიის დროს, პრემიერს მოდერატორმა
დეოლიგარქიზაციის პროცესის შესახებ ჰკითხა.
15:12 / 30.05.2023
ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ერთ-ერთი დისკუსიის დროს, პრემიერს მოდერატორმა დეოლიგარქიზაციის პროცესის შესახებ ჰკითხა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური
მიმართვისას მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება
ანტიდასავლური პოლიტიკის გამო.
16:49 / 26.05.2023
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვისას მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკის გამო.
„ქართული ოცნების“ ბორჯომის პარტიულ
კონფერენციაზე, პარტიის ბორჯომის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ბორჯომის
მერი ოთარ არბოლიშვილი აირჩიეს.





კონფერენციას პარტიის მხარდამჭერები, ცენტრალური და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, ბიუროს ცხრა წევრიც
აირჩიეს.
06:11 / 25.05.2023
„ქართული ოცნების“ ბორჯომის პარტიულ კონფერენციაზე, პარტიის ბორჯომის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი აირჩიეს.





კონფერენციას პარტიის მხარდამჭერები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, ბიუროს ცხრა წევრიც აირჩიეს.




იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე,
გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან.
13:34 / 29.04.2023
იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან.
დღეს, 29 აპრილს, საქართველოს ათ
მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები იმართება - სულ
გახსნილია 165 საარჩევნო უბანი.
11:26 / 29.04.2023
დღეს, 29 აპრილს, საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები იმართება - სულ გახსნილია 165 საარჩევნო უბანი.
ინტერაქტივი
რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მშენებლობას გადავწყვეტთ?
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
დღის ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომში აღნიშნეს;
რას ფიქრობენ ბორჯომში რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და ფრენების აღდგენაზე;
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.