პოლიტიკა
ორივე კანონპროექტს "აგენტების" შესახებ მხარი ორმა კომიტეტმა დაუჭირა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტმა მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების გაერთიანება "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ მხარი დაუჭირა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადასცა განსახილველად. პირველი მათგანი თავად "ხალხის ძალის" მიერ შექმნილი კანონია, მეორე კი ამერიკული კანონის ქართული თარგმანი, რომელიც შტატებში ლობისტური საქმიანობის კონტროლისთვის შეიქმნა გასული საუკუნის 30-იან წლებში.

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ხმაურისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მონაწილეობა არ მიეცა ჩართულიყვნენ საკომიტეტო განხილვებში, ისინი კი, ვინც დარბაზში მოხვდნენ, თავდასხმისა და შეურაცხყოფის სამიზნეები ხდებოდნენ დეპუტატების მხრიდან კრიტიკული მოსაზრების გამოთქმისას.

"ძალიან მძიმე შესაჯამებელია, რაც დღეს აქ მოხდა, როდესაც ადამიანები ევროკავშირის სახელით და ევროკავშირში გაწევრიანების დიადი მიზნის გამოყენებით ის იქცევიან, რომ არა თუ ევროკავშირში მიგვიღებენ ასეთი ქცევით, როდესაც ასეთი პარლამენტის წევრები გყავს, საერთოდ დედამიწიდან თუ არ გაგვასახლებენ მადლობა უნდა ვუთხრათ, ასე ვთქვათ, ჩვენს თანადედამიწელებს.

მათი [ოპოზიციის] ქმედება სამარცხვინოა და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ ქვეყანას აქვს კანონები და ამ ქვეყანას ჰყავს არჩეული პარლამენტი და ვერავინ, მით უმეტეს, მათნაირი უვიცები და უინტელექტო ადამიანები, ვერავინ ვერასდროს შეძლებს, რომ კომიტეტის სხდომა ჩაშალოს, ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელოს პარლამენტში. ეს არის გამორიცხული,"
- განაცხადა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დასრულებისას.

საკომიტეტო განხილვის პარალელურად სპონტანურად დაგეგმილი აქცია გაიმართა პარლამენტის მიმდებარედაც. შეკრებილი აქციის მონაწილეებიდან რამდენიმე პოლიციამ დააკავა.

„ხალხის ძალამ“ პირველი კანონპროექტი 14 თებერვალს დააინიცირა. დოკუმენტის მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება „უცხოური გავლენის აგენტების“ რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.

იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან. კანონპროექტს მხარს „ქართული ოცნების“ დეპუტატები უჭერენ.

მმართველი გუნდის დეპუტატების განმარტებით, ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით დაამტკიცებენ, შემდეგ გადააგზავნიან ვენეციის კომისიაში, დაელოდებიან უცხოელი ექსპერტების პოზიციას, საბოლოოდ ერთ–ერთ კანონს მიიღებენ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს, შვედეთის, ნორვეგიის, ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლების მხრიდან დღემდე არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა, სადაც ნათქვამია, რომ მსგავსი კანონის მიღება საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს საფრთხეს შეუქმნის და შეაფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი მოუწოდებენ ინიციატორებსა და მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, არ დაუჭიროს მხარი კანონპროექტს.



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბრატისლავაში, გლობალური
უსაფრთხოების ფორუმზე ერთ-ერთი დისკუსიის დროს, პრემიერს მოდერატორმა
დეოლიგარქიზაციის პროცესის შესახებ ჰკითხა.
15:12 / 30.05.2023
ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ერთ-ერთი დისკუსიის დროს, პრემიერს მოდერატორმა დეოლიგარქიზაციის პროცესის შესახებ ჰკითხა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური
მიმართვისას მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება
ანტიდასავლური პოლიტიკის გამო.
16:49 / 26.05.2023
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვისას მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკის გამო.
„ქართული ოცნების“ ბორჯომის პარტიულ
კონფერენციაზე, პარტიის ბორჯომის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ბორჯომის
მერი ოთარ არბოლიშვილი აირჩიეს.





კონფერენციას პარტიის მხარდამჭერები, ცენტრალური და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, ბიუროს ცხრა წევრიც
აირჩიეს.
06:11 / 25.05.2023
„ქართული ოცნების“ ბორჯომის პარტიულ კონფერენციაზე, პარტიის ბორჯომის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი აირჩიეს.





კონფერენციას პარტიის მხარდამჭერები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, ბიუროს ცხრა წევრიც აირჩიეს.




იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე,
გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან.
13:34 / 29.04.2023
იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან.
დღეს, 29 აპრილს, საქართველოს ათ
მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები იმართება - სულ
გახსნილია 165 საარჩევნო უბანი.
11:26 / 29.04.2023
დღეს, 29 აპრილს, საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები იმართება - სულ გახსნილია 165 საარჩევნო უბანი.
ინტერაქტივი
რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მშენებლობას გადავწყვეტთ?
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
დღის ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომში აღნიშნეს;
რას ფიქრობენ ბორჯომში რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და ფრენების აღდგენაზე;
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.