ახალი ამბები
რა განაცხადა სააკაშვილმა და რას პასუხობს მერაბიშვილი
პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გამოცემა Spiegel-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისი როგორც ფიზიკური განადგურება, ისე დაპატიმრება და გასამართლება ვლადიმერ პუტინის, დიმიტრი მედვედევის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გეგმის ნაწილი იყო.

სააკაშვილის თქმით მას საქართველოში დაბრუნება სურდა, მაგრამ ამისთვის ცუდი დრო იყო. მისი განცხადებით ადამიანები, რომლებმაც მისი ჩამოსვლა დაგეგმეს, შესაძლოა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

ამავე ინტერვიუში სააკაშვილმა ილაპარაკა კონკრეტულად ვანო მერაბიშვილის შესახებ. როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. მერაბიშვილი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს „მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება" არ შეუძლია.

„მინდა გამოვეხმაურო დღეს აგორებულ მორიგ ტალღას ჩემთან მიმართებაში. წარსულში შეცდომები დამიშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ. სამარტოო საკანში გატარებულმა 7 წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის. სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შემიძლია. რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით. ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი. უკრაინის გარდა, არცერთ ევროპულ სპეცსამსახურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი რუსული სპეცსამსახურებისთვის, როგორიც ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაყენა. რუსეთი მტერია, უკრაინა გაიმარჯვებს და მასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, საქართველოც გავა სამშვიდობოზე. სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრო!" - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს სახალხო დამცველი
ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის
ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ
გახმაურებულ ფაქტებს
15:52 / 27.03.2023
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს
მიმდინარე წელს ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N85 , N91 და N93 -ში
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია
იგეგმება.
13:57 / 27.03.2023
მიმდინარე წელს ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N85 , N91 და N93 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება.
მარტინ გაბრიელიანი,
რომელსაც 2013 წლიდან დღემდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა
თანამდებობა უკავია, სახელმწიფო შესყიდვებს იღებს.
13:20 / 27.03.2023
მარტინ გაბრიელიანი, რომელსაც 2013 წლიდან დღემდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობა უკავია, სახელმწიფო შესყიდვებს იღებს.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა
სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის
პროცესი დაიწყო.
09:49 / 27.03.2023
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო.
ინტერაქტივი
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები, მარტოხელა და მარტო მცხოვრები მოხუცები - ეს არის ადამიანების ჯგუფები, რომლებიც შინმოვლის სერვისს საჭიროებენ.
დღის ამბები
ბიუჯეტის ანგარიში, დებულებების დამტკიცება, ქუჩების დამისამართება სოფლებში - გეგმიური სხდომა ბორჯომის საკრებულოში;
„აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ჩავარდა - მედიის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები სამცხე-ჯავახეთიდან;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.