პოლიტიკა
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები ტარდება
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება და ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყო.

პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია; ლევან ხაბეიშვილი; ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულთა რიცხვი დაახლოებით, 50 000 ადამიანს შეადგენს.

„ყველას, ვინც დარეგისტრირდა, მოვუწოდებ, აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მინდა დაგარწმუნოთ, არჩევნები იქნება ფარული, ვერასდროს, ვერავინ გაიგებს მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა თუ არა, ან ვის მიეცით ხმა. ამის აბსოლუტური გარანტია არსებობს, არჩევნები სრულად ფარულია და წვდომა პრაქტიკულად არავის აქვს“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

არჩევნების მსვლელობისას საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი 12:00, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე საზოგადოებას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპრტიული არჩევნები 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება. სავარაუდოდ, 12:00 საათისთვის საზოგადოებისთვის შედეგები ცნობილი იქნება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტში
11:52 / 25.03.2023
საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" ხუთ წარმომადგენელს შეუწყდა დეპუტატის მანდატი. ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს.
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი
განმარტავს იმ პროცედურებს, თუ როგორ ხდება საქართველოს პრეზიდენტის
მხრიდან კანონპროექტზე ვეტოს დადება.
11:39 / 25.03.2023
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს იმ პროცედურებს, თუ როგორ ხდება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კანონპროექტზე ვეტოს დადება.
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის
შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე
აბრუნებს.
15:52 / 20.03.2023
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე აბრუნებს.
ვენეციის კომისია დელოლიგარქიზაციის
კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედურ მოსაზრებას აქვეყნებს და
აცხადებს, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ
მიდგომებს ეფუძნება და არ არის სისტემური, რომელიც მოემსახურებოდა
ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.
10:52 / 15.03.2023
ვენეციის კომისია დელოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედურ მოსაზრებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება და არ არის სისტემური, რომელიც მოემსახურებოდა ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.
ინტერაქტივი
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები, მარტოხელა და მარტო მცხოვრები მოხუცები - ეს არის ადამიანების ჯგუფები, რომლებიც შინმოვლის სერვისს საჭიროებენ.
დღის ამბები
ბიუჯეტის ანგარიში, დებულებების დამტკიცება, ქუჩების დამისამართება სოფლებში - გეგმიური სხდომა ბორჯომის საკრებულოში;
„აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ჩავარდა - მედიის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები სამცხე-ჯავახეთიდან;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.