კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას გამოეხმაურა
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი
დეგნანი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტის
მიხეილ სააკაშვილის ამსახველი კადრების გამოქვეყნებას, რომელიც
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
კელი დეგნანის განცხადებით, მიმდინარე სასამართლო პროცესი უნდა
წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად და პირადი
ცხოვრების და სამართლიანი სასამართლის უფლების დაცვით.
„მთავრობის ვალდებულებაა, უზრუნველყოს, რომ მისი უფლებები
იყოს დაცული, რომ იღებდეს საჭირო სამედიცინო მზრუნველობას,
ფსიქოლოგიურ მზრუნველობას და სამართლიან სასამართლოს. საფუძვლიანად,
ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. მიმდინარეობს სასამართლო მოსმენა.
სამართლებრივი პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების
შესაბამისად და პირადი ცხოვრების დაცვით, ისევე, როგორც სამართლიანი
სასამართლოს უფლებით“,- განაცხადა კელი დეგნანმა
სასტუმრო "თბილისში მარიოტში" მიმდინარე ღონისძიების პარალელურად
მედიასთან საუბარში.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს გამოაქვეყნა.
კადრები, რომელზეც ჩანს კლინიკა "ვივამედში" პატიმრობაში მყოფი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი.