"მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან შეხვედრას" - პრემიერ-მინისტრი
მოუთმენლად ველი ალიანსის
პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და
შეხვედრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში, მერგო
პატივი ესპანეთის მეფის მიერ ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს
დავსწრებოდი, რომელსაც მათი უდიდებულესობები ფილიპე VI და დედოფალი
ლეტიცია მასპინძლობდნენ. მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და
მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს“, -
აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.