პოლიტიკა
,,რა თქმა უნდა პრობლემები, შეცდომები იყო” - ,,ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა დატოვა
„ქართული ოცნების“ დეპუტატები
მმართველ პარტიას ტოვებენ.
დეპუტატებმა გიორგი ხოჯევანიშვილიმა,
ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ
დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა ამის შესახებ განცხადება პარლამენტში
გააკეთეს.
„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი.
ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები. გახარიასთან
ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ
ფაზაზე. ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში საქმიანობას
გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები“,- განაცხადა გიორგი
ხოჯევანიშვილმა.
გიორგი გახარიას გუნდის წევრები, რომლებმაც "ქართული ოცნება" დატოვეს,
ამბობენ, რომ პასუხისმგებლობას იღებენ ყველა შეცდომაზე, ხოლ კითხვაზე,
იგულისხმება თუ არა ამ შეცდომებში 20 ივნისი, ისინი ასე
პასუხობენ:
რა თქმა უნდა პრობლემები, შეცდომები იყო და ამ შეცდომებს ჩვენ
ვიზიარებთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა რაც შეიძლება
ითქვას საზოგადოებას ადარდებს, ეს არის რადიკალიზაცია, ხალხს
მოსწყინდა ამ ყველაფრის ყურება. ამიტომ არის ქმედითი ნაბიჯები
გადასადგმელი. - ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.
გააზიარეთ :