უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია - გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია
Facebook-ზე გუშინდელ გამართულ მედიაციის პროცესს ეხმაურება
როგორც გახარია სოციალურ ქსელში
წერს, პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.
„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და
რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც
ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.
ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული
სახელმწიფოს შენებაზე“, - აღნიშნავს გახარია.
გუშინ, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც
უშედეგოდ დასრულდა. მედიატორ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით
მხარეები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდენ. შეხვედრაზე
მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ
მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს, თუმცა, პოლიტიკურმა პარტიებმა
დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.