შეთანხმება ვერ შედგა - მედიატორები ახალ დოკუმენტზე მუშაობენ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი
წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი და აშშ-ის ელჩი საქართველოში,
კელი დეგნანი ოპოზიციისა და "ქართული ოცნებისთვის" ახალ დოკუმენტს
ამზადებენ.
მოლაპრაკებების პროცესი, ევროკავშირის წარმომადგენლობაში, უკვე 5
საათია გრძელდება. ცნობილი ხდება, რომ შეხვედრის მონაწილეებმა, როგორც
ხელისუფლების, ისე მათი ოპონენტების მხრიდან, დანიელსონის მიერ
წარდგენილ თავდაპირველ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.
არ არის გამორიცხული, იმ შემთვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ,
კრისტიან დანიელსონი აპრილის ბოლოს საქართველოში ისევ ჩამოვიდეს და
მოლაპარაკების მესამე რაუნდი გამართოს.