პოლიტიკა
ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული
მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, -
ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის
შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და
კრისტიან დანიელსონმა განიხილეს ის საკითხები, რომლებთან
დაკავშირებითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა
სხვადასხვაობა არსებობს. ხაზი გაესვა სამართლის უზენაესობისა და
დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის მნიშვნელობას, ასევე
საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო/ოდირის შეფასებას,
რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და
სამართლიანი.
:შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია,
ყველა მხარემ იხელმძღვანელოს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით
და გადადგას ნაბიჯები კომპრომისული გადაწყვეტილებისკენ, რაც მიმართული
იქნება პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გადატანაზე. - აცხადებენ
მთავრობის ადმინისტრაციაში.
გააზიარეთ :