კომპრომისი არის ის გზა, რომელიც არის ევროპული - კრისტიან დანიელსონი
კომპრომისი დემოკრატიის ნიშანია.ამის
შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა
წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მედიასთან პრესკონფერენციაზე
განაცხადა.
"მგონია, რომ წინა მისია, რომელიც აქ განხორციელდა, იყო საკითხების
კარგი გაცნობა. ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც ამ პროცესში
იყო ჩართული, კარგად იცის მეორე მხარის აზრები, ასევე კარგად იციან
რის გაკეთება არის საჭირო, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ, მაგრამ მათ ეს
უნდა გააკეთონ, უნდა ანახონ კომპრომისი. მე და ჩემს გუნდს შეგვიძლია
მარტო დავეხმაროთ ამას. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ,
როცა საუბარია ამ დახმარებაზე. ახლა არის საჭირო გამბედაობა, არის
საჭიროება კომპრომისის, კომპრომისი არ არის იმის ნიშანი რომ ვიღაც არ
არის ძლიერი, ეს არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით, კომპრომისი არის
სიძლიერის ნიშანი, დემოკრატიის ნიშანი და კომპრომისი არის ის გზა,
რომელიც არის ევროპული", - განაცხადა დანიელსონმა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა.
დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მედიაციის პროცესს
კი ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.