დანიელსონი ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან მედიაციას 29 მარტს დაიწყებს
საქართველოში ევროკავშირის
წარმომადგენლობის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები 29 მარტს
განახლდება.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ დანიელსონი
საქართველოში 28 ან 29 მარტს ჩამოვა და მედიაციის პროცესს ორშაბათიდან
განაახლებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტიმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში"
დაწერა, რომ მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი
საქართველოში მეორედ კვირის ბოლოს ჩამოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე
გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან.
ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა
და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული
შედეგის გარეშე დასრულდა და მან საქართველო 19 მარტს
დატოვა.