კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ
მიშელის აცხადებს, რომ მისი პირადი წარმომადგენელი, საქართველოში
მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა.
"შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის შუამავლობით მიღწეული
პროგრესი. დროა საჭირო კომპრომისების მიღწევისთვის საქართველოს
მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. წარმომადგენელი მედიაციის
გასაგრძელებლად დაბრუნდება", - წერს შარლ მიშელი.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი
14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი
მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ
დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ
მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც
ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.