ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება
დღეს, 17 მარტს ევროპარლამენტსა და
ნატოში მაღალი დონის შეხვედრები შედგება.
საქართველოს მთავრობის მეთაურს,
ირაკლი ღარიბაშვილს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს.
შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის
ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში
15 მარტს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა უკვე გამართა
რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის შედგა რამდენჯერმე აუდიენცია ევროპული
საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. პირისპირ შეხვედრების გარდა, გუშინ
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაც გაიმართა.