ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ- ირაკლი ღარიბაშვილი
ბრიუსელში საქართველოს
პრემიერმინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის გამართული
რიგით მეორე შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ ირაკლი
ღარიბაშვილმა თქვა, რომ მმართველი გუნდი მზადაა სამართლიანი
გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები
იქნება.
"ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება
ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების
ხარჯზე". განაცხადა ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა,რომ რომ "ოპოზიცია
გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს".
რაც შეეხება შეკითხვას, მისაღები იქნება თუ არა "ქართული ოცნებისთვის"
პლებისციტი, პრემიერმა აღნიშნა: "მე თავს შევიკავებ კონკრეტული
პოზიციების გახმოვანებისგან, ვინაიდან, არაა დასრულებული
პროცესი".
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, "შარლ მიშელის პოზიცია არის ის, რომ რაც
შეიძლება მოკლე დროში ჩვენ შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და
კომპრომისი".