პოლიტიკა
ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ - არჩილ თალაკვაძე
პოზიციების დაახლოება შესაძლებელია ,
- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ
თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პუნქტებში, რომელთა
განხილვაც მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი წინსვლაა,
"ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ
პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე
მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით ჩვენ შევძლებთ ამოვწუროთ ეს
უთანხმოება და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა
პოლიტიკური პარტია და პარლამენტი.
პუნქტებში, რომელზეც განხილვა მიმდინარეობს, არის მნიშვნელოვანი
წინსვლა პოზიციების დაახლოების კუთხით და გარკვეული სამუშაო რჩება. თუ
ოპოზიციის მხრიდან იქნება პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული, ჩვენი
მხრიდან სამართლიანი და პრაგმატული ნაბიჯები იყო გადადგმული ამ
დღეებში, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ. აქ ამოსავალი
წერტილი და შეთანხმების მთავარი ფაქტორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის და
ჩვენი საზოგადოების ინტერესები. ", - განაცხადა თალაკვაძემ.
"ოცნებისა" და დანიელსონის შეხვედრის პარალელურად, ბრიუსელში
პრემიერი ღარიბაშვილი შარლ მიშელს უკვე მეორედ ხვდება.
ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს დილით
გაემგზავრა.
გააზიარეთ :