პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბრიუსელში დღეს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ბრიუსელში დღეს შეხვდება.
შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს
მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღაარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა
მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე
იმყოფებიან.
გააზიარეთ :