პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი "ოცნების" ლიდერებს დღეს მეორედ ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ
მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების"
წარმომადგენლებს დღეს უკვე მეორედ ხვდება.
ევროკავშირის საქართველოს ოფისში,
შეხვედრა, ამ წუთებში იწყება.
მანამდე კი დანიელსონი უკვე შეხვდა როგორც მმართველი პარტიის, ისე
ოპოზიციის წარმომადგენლებს. შეხვედრის მონაწილეებს დეტალებზე არ
უსაუბრიათ, თუმცა ამბობენ, რომ სავარაუდოდ, დღის ბოლოს, ყველაფერი
გაირკვევა და გარკვეული შეთანხმებაც შედგება. ამაზე როგორც "ოცნების",
ისე ოპოზიციური პარტიების წევრები საუბრობენ.
გააზიარეთ :