პოლიტიკა
„ოცნებაში" ყოფნა ჯანმრთელობისთვის საზიანოა“- გედევან ფოფხაძე
„ჯანმრთელობის მოტივით თუ მთელი
„ქართული ოცნება“ სახლში წავა, ძალიან დროული იქნება“ - ამის შესახებ
ბორჯომისა და ასპინძის ყოფილმა
მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევენ
ფოფხაძემ განაცხადა.
მან ვასილ მაღლაფერიძის მიერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილის თანამდებობის დატოვება შეაფასა.
„მგონია, რომ ჯანმრთელობის მოტივით თუ მთელი „ქართული ოცნება“ სახლში
წავა, ძალიან დროული იქნება იმიტომ, რომ აშკარად, პარტიაში
ჯანმრთელობის თვალსაზრისით კლიმატი ძალიან მძიმეა. რაც უფრო დიდხანს
იქნები „ქართული ოცნების“ წევრი, ეს შენი ჯანმრთელობისთვისთვის მით
უფრო ცუდი იქნება. რეალობა არის ის, რომ იქ ყოფნა ზოგადად,
ჯანმრთელობისთვის საზიანოა“,-განაცხადა ფოფხაძემ.
ვასილ მაღლაფერიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის
თანამდებობა დატოვა.
გააზიარეთ :