საპროტესტო აქცია რუსთაველზე
ნიკა მელიას დაკავებას რუსთაველზე
საპროტესტო აქცია მოჰყვა.
ოპოზიციის ლიდერებმა მოქალაქეებთან ერთად მთავრობის კანცელარიასთან
აქცია გამართეს.
მოგვიანებით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის
შენობიდან პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს
და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს..
ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, პარლამენტის წინ კარვების
რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
მომდევნო საპროტესტო აქცია- მსვლელობა 26 თებერვალს
დაანონსდა.