პოლიტიკა
დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის ოფისთან
საპოლიციო ძალები "ნაციონალური
მოძრაობის" ოფისში შევიდნენ პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას
დასაკავებლად, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
შენობის შესასვლელში შეკრებილები პოლიციელებს დახვდნენ ხელებაწეული და
შეძახილებით: "საქართველო, საქართველო". მათგან პოლიციელები შენობის
დატოვებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში
სპეცსაშუალებებს გამოიყენებენ.
"ნაციონალურ მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცავებსა და
მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე კერაა.
სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის
პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ოპოზიციონერი ლიდერები ცდილობდნენ პარტიის ოფისში დაბრუნებას, თუმცა
სამართალდამცავები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.
Save
გააზიარეთ :