ქვეყანაში არანაირი დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ - არჩილ თალაკვაძე
ქვეყანაში არანაირი დესტაბილიზაციის
მცდელობებს არ დავუშვებთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე
განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, პოლიტიკური გუნდი ერთიანია.
"მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი. სახელმწიფო
ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ყველა საჯარო ფუნქციის,
ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდება გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში.
რასაკვირველია, ჩვენ არანაირ წყვეტას, ქვეყანაში არანაირ
დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ, ამის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი გარანტი არის სწორედ საქართველოს პარლამენტი",-
აცხადებს თალაკვაძე.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც
გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას
დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის
საფრთხე.