„ნაცმოძრაობის“ ოფისში იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვხატო იმ მოვლენების მიმართ რაც ხდება - ლიეტუვას ელჩი
"მე აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა
გამოვხატო ყველა იმ მოვლენის მიმართ რაც ხდება",
- ამის შესახებ ლიეტუვას ელჩმა
საქართველოში ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომელიც "ნაციონალური
მოძრაობის" ოფისში მივიდა.
"რა თქმა უნდა, ვღელავ მომავალზე იმ შემთხვევაში თუკი არაპროპორციული
ზომები განხორციელდება,"- აღნიშნა ლიეტუვას ელჩმა.
მისივე თქმით, ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და მის
ევროატლანტიკურ კურსს.