სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება
პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი,
- ამის შესახებ "ქართული ოცნების"
თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.
"მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ
უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და
დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი",- აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.
როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას
დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის
საფრთხე.
პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით კი, შსს-მ ნიკა მელიას
საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.