პოლიტიკა
საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები - სერგეი გავრილოვი
საქართველოს მმართველი პარტია
აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო
გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.
ასე ეხმაურება რუსი
დეპუტატი სერგეი გავრილოვი 2019 წლის 20 ივნისის
მოვლენებზე ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
„ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს,
მისი დამოუკიდებელობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციისა და
გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია მაქსიმალურად გაართულონ
საქართველოს ურთიერთობა, ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში
მის შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური
დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. ის სიცურე, რომელიც
იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ,
რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ
შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობელბის თვალში“, - განაცხადა
გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.
გააზიარეთ :