დღეს პარლამენტში არჩილ თალაკვაძე ანგარიშს წარადგენს
დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ანგარიშის მოსმენით
დაიწყება.
არჩილ თალაკვაძე დღეს პარლამენტის
ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. პლენარულ სხდომას აღმასრულებელი
ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები
დაესწრებიან.
მიმდინარე სასესიო კვირაში, დეპუტატები, პარლამენტის საქმიანობის
ყოველწლიური ანგარიშის გარდა, მომდევნო წლის სამოქმედო გეგმასაც
მოისმენენ.
1-ელ თებერვალს ბიურომ დაამტკიცა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ
თალაკვაძის მიერ წარმოდგენილი 2021 წელს მინისტრის საათის -
სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ,
მთავრობის ცალკეული წევრების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენის
განრიგი.