პოლიტიკა
ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა
ვაშინგტონში, ინაუგურაციის
ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის
თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად
გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი.
მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა
ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს.
46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ
ესწრება.
გააზიარეთ :