პოლიტიკა
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის
ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.
ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია
შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.
პრეზიდენტი შეხვდება: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს,
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების
პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს;
ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ევროკომისიის
აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის
დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ
მაკალისტერსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა
მაღალი რანგის შეხვედრები
გააზიარეთ :