პოლიტიკა
დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება
დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის,
ჯოზეფ ბაიდენისა და
ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისის ინაუგურაცია
გაიმართება.
ფიცს ჯერ კამალა ჰარისი, თბილისის დროით 20:30 საათზე, უზენაესი
სასამართლოს მოსამართლე, სონია სოტომაიერის წინაშე დადებს, თბილისის
დროით 21:00 საათზე კი ჯო ბაიდენს ფიცს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარე ჯონ რობერტსი დაადებინებს, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო
სიტყვას წარმოთქვამს.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბაიდენი კაპიტოლიუმის აღმოსავლეთ ნაწილში
გადაინაცვლებს, სადაც ტრადიციის თანახმად, ამერიკის შეიარაღებული
ძალების მზაობას შეამოწმებს.
ამის შემდეგ ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ
ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მეუღლეებთან ერთად, არლინგტონის
ეროვნულ სასაფლაოზე მივლენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით
შეამკობენ.
წლევანდელი ინაუგურაციის ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის გამო,
ნაკლებად მასშტაბური იქნება და მას 1 000-მდე სტუმარი, მათ შორის
კონგრესის წევრები და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრებიან.
ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ
დაესწრება,
6 იანვარს მომხდარი არეულობის
შემდეგ შექმნილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკის გამო,
ინაუგურაციის დროს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იქნება
მიღებული.
გააზიარეთ :