პოლიტიკა
გადავწყვიტე დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა, - ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა
ელენე ხოშტარიამ "ევროპული საქართველო" დატოვა, ამის შესახებ ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, ამ ეტაპზე დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას გეგმავს.

"მინდა დავიწყო მადლობით "ევროპული საქართველოს" მიმართ. ეს არის გუნდი, რომელთანაც დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, რომელთან ერთადაც გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, როგორც ამ პარტიაში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ აქტივისტს, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა. ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება", -განაცხადა ხოშტარიამ.
ხოშტარიას თქმით, ის არც სხვა პარტიაში გადადის და არც პარლამენტში შესვლას გეგმავს.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ასევე, ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი დღევანდელი რეჟიმთან ბრძოლის პროცესში. რომ არ იყოს რაიმე სპეკალაციები, არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა. პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე გადავწყვიტე დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, ასევე მტკიცე ერთიანი კოორდინირებული, პრინციპული პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას", -


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
18:55 / 23.11.2024
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის) საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა გააცნეს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური
პარტია პარლამენტში არ შევა.
15:39 / 23.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს
პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ
დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
13:16 / 23.11.2024
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს
გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი
კობახიძე იქნება,
12:20 / 21.11.2024
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება,
პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა
მიმდინარეობს.
10:38 / 21.11.2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.