პოლიტიკა
პარლამენტი ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მომავალ წელს განიხილავს
პარლამენტის ოპოზიციონერი
წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების
შეწყვეტის საკითხის განხილვა და შესაბამისი
გადაწყვეტილებების მიღება მომავალ წლამდე არ მოხდება.
საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში, შესაძლოა, რიგგარეშე სესიის
შემთხვევაში - იანვარში ან საგაზაფხულო სესიაზე შევიდეს.
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 54 ოპოზიციონერი დეპუტატი
ითხოვს, რომელთა განცხადებებიც უკვე პარლამენტშია.
აღნიშნული განცხადებების განხილვის ვადებს პარლამენტის რეგლამენტი
ადგენს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
მოხსნის შესახებ განცხადებას საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტი სწავლობს და დასკვნას ამზადებს არაუადრეს 8 და არაუგვიანეს
15 დღისა.
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება არ დაუწერია
მხოლოდ პარტია "მოქალაქეების" ორ წარმომადგენელს, "გირჩის" სიით შესულ
პარლამენტის სამ წევრს და ერთ დეპუტატს "პატრიოტთა ალიანსიდან".
პარლამენტში შესული ყველა სხვა ოპოზიციონერი მანდატის შეწყვეტას
ითხოვს და ამ ფორმით პროტესტს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს
უცხადებს.
გააზიარეთ :