„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიამ გაიმარჯვა
"ნაციონალური მოძრაობის"
თავმჯდომარის ელექტრონული წესით არჩევნებში ნიკა მელიამ
გაიმარჯვა.
კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და
დღეს, 21.00 საათამდე გაგრძელდა.
- ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია. მოქალაქეები არჩევანს სწორედ ამ
ორ კანდიდატს შორის აკეთებდნენ.
64.9% ნიკა მელია, 36.1% ლევან ვარშალომიძე - ასეთია წინასწარი
შედეგები. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში,
20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობა გრიგოლ ვაშაძემ 15
დეკემბერს დატოვა.