პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გაირკვევა
"ნაციონალური მოძრაობის" ახალი
თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. პარტიის გადაწყვეტილებით,
თავმჯდომარის არჩევა რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტრონული
კენჭისყრით მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მოქალაქეს
შეუძლია.
პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილია ორი კანდიდატი - ლევან ვარშალომიძე
და ნიკა მელია. მოქალაქეები არჩევანს სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის
აკეთებენ.
კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21.00 საათამდე გაგრძელდება.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ კი პარტიის თავმჯდომარეს უახლოეს
მომავალში გამართულ ყრილობაზე დაამტკიცებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან
გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს
პარტია დატოვა.
გააზიარეთ :