პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს
86 მომხრე არცერთი წინააღმდეგი
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე
აირჩიეს.
კენჭისყრა ფარული იყო, რის შემდეგაც
სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
კენჭისყრის წინ თალაკვაძემ პარლამენტს სიტყვით მიმართა. მისი
გამოსვლის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წარმომადგენლებს კითხვის
დასმისა და განცხადების გაკეთების უფლებით არ უსარგებლიათ.
პლენარულ სხდომას ახლა უკვე თალაკვაძე უძღვება