მე-10 მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილია მუშაობა დაიწყოს
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ,
სიტყვა პარლამენტის სხდომაზე დამსწრე უხუცეს წევრს ლადო კაძეს
გადაეცა, რომელიც პირველ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე
გაუძღვება.
სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით,
პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის
შემადგენლობით, ხოლო დროებითი სამანდატო კომისიას 17 წევრის
შემადგენლობით აირჩევენ.
ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია
სხდომას წარუდგენს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და პარლამენტის
წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ცენტრალური
სარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და შედეგებს
პარლამენტს მოახსენებს, რომელიც დადგენილებით ცნობს დროებითი
სამანდატო კომისიის მიერ ერთიანი სიით წარმოდგენილი პარლამენტის
წევრების უფლებამოსილებას