კომუნიზმი დასრულდა, თქვა
საქართვეოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პირველ
სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს,
მისი თქმით, საზოგადიების მოთმინება ამოიწურა, რადგან 30 წელია აღდგა
დამოუკიდებლობა და ამის შემდეგ სახელმწიფოს ვაშენებთ. 30 წელი მისი
თქმით, სახელმწიფოსთვისაც და საზოგადოებისთვისაც "სიმწიფის"
ასაკია.
"იდეოლოგიების დრო დამთავრდა, კომუნიზმი დასრულდა,
ულტრა-ლიბერალიზმმაც ვერ გაამართლა, ურა-პატრიოტიზმი რეალური ეროვნული
შემართების საპირისპიროა, ფანატიზმი კი შლის საზოგადოებას და ანგრევს
პიროვნებას. ერთგვარი კოლონიალური კომპლექსი კიდევ გვაქვს, რომელიც
დამოუკიდებლობის სრულფასოვან აღქმას აბრკოლებს. ნაკლებად გვჯერა
საკუთარი თავის, საკუთარი წიაღიდან წამოსული სიტყვისა და აზრისა", -
თქვა სალომე ზრუაბიშვილმა.