მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა
მე-10 მოწვევის პარლამენტის
პლენარული სხდომა გაიხსნა. სხდომა პრეზიდენტმა გახსნა, რომელიც
პარლამენტში შეკრებილებს ამ წუთებში სიტყვით მიმართავს.
პირველ პლენარულ სხდომას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, მათ
შორის პრემიერ-მინისტრი, დიპლომატიური კორპუსი, თბილისის მერი და
სასულიერო პირები.
აღსანიშნავია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე,
მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან წარმოდგენილნი, თუმცა
პარლამენტი ხმათა უმრაველოსობით 150-ვე წევრის უფელბამოსილებას ცნობს.
ამის შემდეგ წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება
შეუწყდება.