პოლიტიკა
ყველას რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს - კარლ ჰარცელი
ყველას რთული გადაწყვეტილებების
მიღება მოუწევს და ვნახავთ, როგორ შეგვიძლია მხარეები დამატებით
მანძილზე გავატაროთ,
- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის წინ
აცხადებს.
ფასილიტატორი ელჩი გამოთქვამს მზადყოფნას, გაიმართოს მოლაპარაკებათა
იმდენი რაუნდი, რამდენიც საჭიროა პროგრესისთვის და საერთო
პლატფორმისა.
მისაღწევად.
„საერთო ჯამში, ვფიქრობ, გუშინ კარგი დისკუსია გვქონდა. შევეხეთ ყველა
საკითხს, რაც ამ დიალოგის ნაწილია, ასევე შევძელით გარკვეული
პროგრესისთვის მიგვეღწია, გაგვეღრმავებინა გაგება მხარეებს შორის ზოგ
საკითხში. ამას გავაგრძელებთ დღესაც და ვნახავთ რამდენად შორს
შეგვიძლია წავიდეთ, საერთო პლატფორმის მისაღწევად. პარლამენტის
შეკრებამდე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომლაპარაკებლები ამ
პროცესს გავაგრძელებთ.
მხარეთა მოთხოვნები ნამდვილად განსხვავებულია, ამიტომ ვიყავი და ვარ
ფრთხილი მოლოდინებთან დაკავშირებით. ყველას რთული გადაწყვეტილებების
მიღება მოუწევს და ვნახავთ, როგორ შეგვიძლია მხარეები დამატებით
მანძილზე გავატაროთ. ამის იმედი გვაქვს, თუმცა როგორც აღვნიშნე, ეს
იქნება რთული და მოითხოვს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას,“ -
განაცხადა კარლ ჰარცელმა და დასძინა, რომ დიალოგის მეოთხე რაუნდი დღეს
გაიმართებ
გააზიარეთ :