პოლიტიკა
ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან - ექსპერტები
ნატომ უნდა გააფართოვოს და
გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან, როგორც
დაუცველ დემოკრატიებთან, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას ცდილობენ და
რუსეთის მხრიდან მუდმივი საგარეო და საშინაო ზეწოლის ქვეშ
არიან,
- ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ
დანიშნული ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში: „ნატო
2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის, ანალიზი და
რეკომენდაციები.“
რუსეთი ცდილობს, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე ჰეგემონიის დამყარებას და
ძირს უთხრის მათ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, აცხადებენ
ექსპერტები.
„რუსეთის მთავრობა ცდილობს ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე ჰეგემონიის
დამყარებას და ძირს უთხრის მათ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ
მთლიანობას, ცდილობს დაბლოკოს იმ ქვეყნების გზა, რომელთაც სურთ
ნატო-სკენ სვლა. რუსეთი აგრძელებს აგრესიას საქართველოს და უკრაინის
წინააღმდეგ,“- აღნიშნულია დოკუმენტში.
დამოუკიდებელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებულ ფონზე „ნატო-ს ღია
კარის პოლიტიკა“ დაცული და გაძლიერებული უნდა იყოს.
„ნატოს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს დაცული და გაძლიერებული. ნატომ
უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და
საქართველოსთან, შეეცადოს გააძლიეროს ურთიერთობა ბოსნია და
ჰერცოგოვინასთან და დაუპირისპირდეს დესტაბილიზაციას დასავლეთ
ბალკანეთის რეგიონში,”- ნათქვამია დოკუმენტში.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დამოუკიდებელ
ექსპერტთა ჯგუფი 2020 წლის აპრილში დანიშნა. ექსპერტებმა დოკუმენტი,
რომელიც ანალიზსა და რეკომენდაციებს მოიცავს, გენერალურ მდივანს 25
ნოემბერს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს კი გუშინ
წარუდგინეს.
გააზიარეთ :