პოლიტიკა
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხე -ჯავახეთში ენზელ მგკოიანი და ანტონ ობოლაშვილი იქნებიან
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული
ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატებს ორშაბათს, 20 ივლისს დაასახელებს.
გავრცელებული ინფორმაციით
,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხე
-ჯავახეთში ენზელ მგკოიანი და ანტონ ობოლაშვილი იქნებიან
"ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას სწორედ
ორშაბათიდან ხსნის.
სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტიდან საქართველოს პარლამენტში
მაჟორიტარული წესით ორი დეპუტატი აირჩევა, ერთ მაჟორიტარს ახალქალაქი
და ნინოწმინდა, ხოლო ერთ მაჟორიტარს ასპინძა, ახალციხე, ადიგენი და
ბორჯომი აირჩევს.
ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო
სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი
იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.
გააზიარეთ :