„ეს არის პოლიტიკური აფიორა, რომ გამარტივებულ პროცედურაში გაიყვანო და ერთი მოსმენით გაიტანო კანონპროექტი,” - ეკა ბესელია
"პოლიტიკურ აფიორას" უწოდებს. დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია
კანონპროექტს, რომელიც მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის
გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების უფლებას
წლის ბოლომდე უხანგრძლივებს,
მისი თქმით, იმასთან ერთად, რომ კანონი ანტიკონსტიტუციურია, ასევე,
დაუშვებელია ერთი მოსმენით მისი დამტკიცება.
"ეს არის პოლიტიკური აფიორა, რომ გამარტივებულ პროცედურაში გაიყვანო
და ერთი მოსმენით გაიტანო კანონპროექტი, რომელიც არ არის მხოლოდ ვადის
გადაწევა. ეს ეხება კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის საკითხს და არ
არის ეს მხოლოდ ვადის გადაწევა. ვდგებით იმის წინაშე, რომ ძალიან
სახიფათო ანტიკონსტიტუციური კანონი ამოქმედდება ჩვენი
მოქალაქეებისთვის, რომელთა უფლებები იზღუდება ისე, რომ ამაზე
პარლამენტი კონტროლს არ ახორციელებს,"- განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტში დღეს "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში
ცვლილებებს განიხილავენ, რომლის თანახმად, მთავრობას საგანგებო
მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების
გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება. აღსანიშნავია,
რომ კანონპროექტს გამარტივებული წესით იხილავენ, რაც იმას ნიშნავს,
რომ სესიაზე, კენჭისყრისას საკმარისი ხმების არსებობის შემთხვევაში,
მას ერთი მოსმენით დაამტკიცებენ.