პოლიტიკა
,,ძალოვნებმა და „ფულის ტომრებმა“ არ უნდა განსაზღვრონ, ვინ იქნება პოლიტიკაში”,- გედევან ფოფხაძე
თუ რეალურად გვინდა, პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობა გავზარდოთ, ძალოვნებმა და "ფულის ტომრებმა" არ უნდა განსაზღვრონ, ვინ იქნება პოლიტიკაში, - ამის შესახებ ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მეორე მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ. მისი თქმით, შემოთავაზებულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს.

"ჩვენი მთავარი მიზანია, სახალხო ხელისუფლების შექმნას მივაღწიოთ. რა განსხვავებაა სახალხო მთავრობასა და იმას შორის, რაც დღეს გვაქვს - სახალხო მთავრობის პირობებში მინისტრები ხალხსა და ქვეყანაზე ფიქრობენ, გუშინ და დღეს, მოცემულობაა, რომ მინისტრი რომ იყოს, მან თავი უნდა მოაწონოს ან მიშა სააკაშვილს, ან ბიძინა ივანიშვილს. ეს კანონმდებლობა რაიმე ფორმით ხალხთან გვაახლოებს და გვაძლევს წინაპირობას? იგივე კვოტებზე რომ ვისაუბროთ, რას ვაღწევთ კვოტების ზრდით, ქალთა წარმომადგენლობას პოლიტიკაში? თუ რეალურად გვინდა პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობა გავზარდოთ, პოლიტიკაში ძალოვნების და ფინანსური ჯგუფების მონაწილეობა უნდა დამთავრდეს. ძალოვნებმა და "ფულის ტომრებმა" არ უნდა განსაზღვრონ ვინ იქნება პოლიტიკაში. თუ ვიღაც ფულით ყიდულობს ამომრჩეველს და განსაზღვრავს ვინ უნდა შევიდეს პარლამენტში, იმას არც ქალი აინტერესებს და არც კაცი, ის თავის მონას დაგისვამს პარლამენტში. ეს არჩევნები იქნება გარიგება ქართველ ხალხთან, ერთადერთი გარიგება უნდა შედგეს პოლიტიკოსებსა და ქართველ ხალხს შორის, ვინც მათ შორის ჩადგება, იმას ქართველმა ხალხმა უნდა გადაუაროს. ეს იქნება სწორი გზავნილი ამ არჩევნებზე. ეს ცვლილებები რა თქმა უნდა, ტექნიკურია და არ ვაპირებ ხმის მიცემას",- ამბობს გედევან ფოფხაძე.



ხალხისთვის მიუწვდომელი მაჟორიტარი დეპუტატი

,,წარმოდგენა არ აქვს რას ხელმძღვანელობს და რისი მინისტრია"-ამბობს გედევან ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრზე

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა მინისტრის,
ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე
დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15:05 / 30.12.2024
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან
მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30
დეკემბრიდან შედის ძალაში.
09:13 / 30.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში.
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ
ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა
საზოგადოებას.
11:31 / 29.12.2024
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო
ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი
ინაუგურაციის ცერემონია.
10:31 / 29.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი ინაუგურაციის ცერემონია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა,
სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის
პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის
სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
10:27 / 29.12.2024
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.