პოლიტიკა
აუდიტის სამსახური საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, მედიის, ფინანსური საქმიანობის კონტროლის უფლებამოსილება ენიჭება
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც,
აუდიტის სამსახურს მედიის, მათ შორის არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე
მყოფი მედია საშუალებების, ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და
კონტროლის უფლებამოსილება ენიჭება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ვალდებულება სცდება სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მანდატს, რომელიც მხოლოდ საჯარო ფინანსების
კონტროლს მოიცავს.
"აღნიშნული ანგარიშვალდებულების საფუძვლები უკვე არსებობს
კანონმდებლობაში და ამაზე პასუხისმგებელია კომუნიკაციების კომისია და
ცენტრალური საარჩევნო კომისია. აღნიშნული ვალდებულება სცდება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატს, რომელიც აკონტროლებს მხოლოდ
საჯარო ფინანსებს,"-აღნიშნავენ უწყებაში.
საარჩევნო კოდექსის ცვლილებების საფუძველზე, რომელიც დღეს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გადის, სახელმწიფო აუდიტის
სამსახურს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მედიის ფინანსური
საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით. კერძოდ: ცვლილებები
ადგენს მედიის ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
წინაშე გენერალური აუდიტორის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
ამასთანავე, მედიის მიერ ანგარიშვალდებულების დადგენილი მოთხოვნის
შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება გამოიწვევს მედიასაშუალების
დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის
მე-6 პუნქტის, 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 93-ე მუხლის მე-3
პუნქტი.
მუნიციპალიტეტები, ვერ უზრუნველყოფენ წყალდიდობების ეფექტიან
პრევენციას - აუდიტის სამსახური
2018-2019 წლებში მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა 53
რეკომენდაცია გასცა
გააზიარეთ :