პოლიტიკა
აშშ მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას
შეერთებული შტატები მიესალმება
საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას,
რომელიც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას ქმნის,
- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის, მიერ გავრცელებულ
განცხადებაშია ნათქვამი.
"შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო
ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას, რომელიც უფრო პროპორციულ საარჩევნო
სისტემას ქმნის.
პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 8 მარტის მნიშვნელოვანი
შეთანხმების შედეგად დადგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობენ უფრო მეტი
სტაბილურობისა და საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებას ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნებში,"- აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ საქართველოს დამატებით 27 000 ტონა მაღალი
ხარისხის ხორბალს აჩუქებს
აშშ საქართველოში 7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების
საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს
გააზიარეთ :