პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება
საქართველოს პარლამენტში დღეს
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წლიური ანგარიშით
გამოვა.
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00
საათზეა ჩანიშნული.
როგორც ცნობილია, პარლამენტში პრემიერის მიერ ანგარიშის წარდგენას
დაესწრება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული
საქართველო".
ბოლო პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას
საკანონმდებლო ორგანოში ორჯერ მოუსმინეს - 27 მაისს პრემიერმა
კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლების მიერ
გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა, 29 მაისს კი
გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით
იმყოფებოდა.