პოლიტიკა
გვსურს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მთელმა პარლამენტმა დაუჭიროს მხარი -კელი დეგნანი
8 მარტის შეთანხმება საქართველოს
პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა და ეს ნამდვილად დიდი წარმატება იყო.
ახლა ჩვენ ყველას გვსურს ვიხილოთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს
საქართველოში რაც შეიძლება მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს.
- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა
საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა
"ეს დემოკრატიული პროცესების ნამდვილი პროგრესის მაჩვენებელი იქნება
და შექმნის პირობებს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. გვსურს,
საკონსტიტუციო ცვლილებებს მთელმა პარლამენტმა დაუჭიროს მხარი, რათა
საქართველომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ნამდვილად
წარმატებულად მიაღწიოს," - განაცხადა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანი-კონსტიტუციური ცვლილებები საქართველოს
მოსახლეობის არჩევანია
ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას -
კელი დეგნანი
გააზიარეთ :