პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში
კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. რომ საკონსტიტუციო
ცვლილებებით საქართველო მიდის იქით, რაც არის პოლიტიკური დიალოგის
მიზანი - არსებული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაცია.
"დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება. ამას
ვამბობ, რადგან ვგრძნობ, რომ არის ძალიან კარგი, განგრძობადი
მხარდაჭერა ცვლილებების ირგვლივ პროცესში ჩართული ყველა პოლიტიკური
ძალის მხრიდან.
ჩემთვის ცხადია, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები საკვანძო პოზიტიურ
გავლენას იქონიებს მომავალი არჩევნებისთვის. თავის მხრივ, ეს არის
სისტემური გზა წვლილის შესატანად იმაში, რაც არის პოლიტიკური დიალოგის
მიზანი - პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზება, მარტივად რომ ვთქვათ, უფრო
თანასწორი გარემოს შექმნა.
ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველო დგამს ერთ პოზიტიურ ნაბიჯს
ამ მიმართულებით. როდესაც საკითხი ეხება ხმათა რაოდენობას, რასაც
ვიხილავთ მესამე მოსმენისას, მარტივად რომ გითხრათ, არ ვიცი, რადგან
სხვადასხვა სცენარი შეიძლება განვითარდეს, თუმცა როგორც უკვე ვთქვი,
ვფიქრობ, რომ დღის ბოლოს დამტკიცებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს
ვიხილავთ, რაც ასევე სამომავლო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას
მოგვცემს," -
განაცხადა კარლ ჰარცელმა.
კარლ ჰარცელი - საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით,
ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს
"ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა
მოქალაქისთვის"- კარლ ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი ბორჯომის ადგილობრივი განვითრების
ჯგუფს შეხვდა
გააზიარეთ :