ბორჯომს, ახალციხეს, ადიგენისა და ასპინძას პარლამენტში ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი
შეიქმნება. სამცხე ჯავახეთი - 2 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქად
დაიყოფა:
(ერთში გაერთიანდება ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის
მუნიციპალიტეტები; მეორეში - ახალქალაქისა და ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტები);
კონსტიტუციური კანონპროექტით განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკების
საკითხიც. კერძოდ, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების
შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური
პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების
პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი
პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.
რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, ისინი განაწილდება უკეთესი
შედეგის მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.