საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დამტკიცდა
პარლამენტმა საკონსტიტუციო
ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე რეგისტრაცია
119-მა დეპუტატმა გაიარა, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე
კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 3
წავიდა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო
ცვლილებები პირველი მოსმენით 21 ივნისს დაამტკიცა.
პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული
საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი
ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ
მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას
მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ
შეძლებს.