ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის რომ საქართველო ნატოში მივიღოთ - ადამ კინზინგერი
კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა
"ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ
რუსეთი სუსტი ქვეყანაა, რომელსაც მხოლოდ მსგავსი ცალკეული ნაბიჯების
გადადგმა შეუძლია.
"რუსეთი ნეგატიურ როლს თამაშობს არამხოლოდ გავლენის, არამედ მასობრივი
არასტაბილურობის შექმნის კუთხითაც. მათ ეს იციან, რუსეთი ასე იქცევა.
რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ამერიკა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც
შეუძლიათ მსგავსი ცალკეული ნაბიჯებია, ისინი გააგრძელებენ პრობლემების
შექმნას. როგორც ევროპელ ლიდერებს ვუთხარი გუშინ ატლანტიკურ საბჭოში
გამოსვლისას, დროა, ორმაგად უფრო ჩართულები ვიყოთ საქართველოში, რომ
რუსეთს ჩვენი ბულინგის საშუალება არ მივცეთ. ფაქტი, რომ საქართველო
ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის რომ საქართველო ნატოში
მივიღოთ. ჩვენ ისეთმა სუსტმა ქვეყანამ რომელსაც რუსეთი ჰქვია, არ უნდა
შეგვაშინოს," - განაცხადა კინზინგერმა.